დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, პაატა ნადირაძის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა (R)
2017/10/13 01:31:18

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ნიგოზეთის თემში შემავალი 9 სოფლის ამომრჩეველს შეხვდა. კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეკრებილ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები დეტალურად გააცნო. ასევე, ამომრჩეველს მოუწოდა, 21 ოქტომბერს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ და არჩევნებზე მივიდნენ.


შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მერობის კანდიდატის, პაატა ნადირაძის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: კვარტეტმა  ,,ჭიათურა“, პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა, მუსიკალურმა ბენდმა ,,ენდორფინი“, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ფესვები“, სოლო მომღერალმა მარიამ გაბაძემ და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებმა.

 

ღონისძიების წამყვანი იყო საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების კაპიტანი ნოდარ ჩაჩანიძე.
მსგავსი ტიპის ახალგაზრდული ფესტივალი ,,იყავი ჩვენთან“ რამდენიმე სოფელში ჩატარდება, სადაც შეხვედრების შემდეგ 2 საათიანი შოუ-პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია