დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალექსანდრე გოგორიშვილი: ვანში პირველ რიგში, შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება (R)
2017/10/11 14:15:05

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ ზედა ვანში, ტოხვაძეებისა და აბრამიძეების უბნების ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„დიდი ხნის განმავლობაში, ამ სოფელს სკოლის შენობა არ ჰქონია, ამორტიზირებული იყო ბაგა-ბაღი. სწორედქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მლიანად გარემონტდა საბავშვო ბაღი და აშენდა ახალი სკოლა. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება“, - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

შეხვედრის ბოლოს, ალექსანდრე გოგორიშვილმა ზედა ვანის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი რობინზონ ფუტკარაძე წარუდგინა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია