დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკო თოფურიძე ლეღვანში ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/10/08 12:00:00

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკო თოფურიძე, ლეღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდვაკის, მარელისის და ლეღვნის ამომრჩეველს შეხვდა და მათ დეპუტატობის კანდიდტი ხარაგაულის საკრებულოში, ნიკოლოზ მაღრაძე წარუდგინა.

ნიკო თოფურიძის განცხადებით, ის მზად არის, ხშირად მივიდეს მოსახლეობასთან, პირადად მოისმინოს მათი პრობლემები და შეძლებისდაგვარად იზრუნოს მათ მოგვარებაზე.

 „გასული ერთი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მივედი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ვერავინ იტყვის, რომ კაბინეტიდან ვმართავდი რაიონს. მკაცრი ზამთარი გვქონდა და რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა. ჩემს გუნდთან ერთად ყველა პრობლემას  გავუმკლავდი, ასე, რომ გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, თქვენ გჭირდებათ და  გეკუთვნით“- მიმართა ამომრჩეველს თოფურიძემ.

მერობის კანდიდატმა სოფელ მარსელის გზის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა.  მარელისიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შევდივართ, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, რათა ხარაგაულის მხრიდან უფრო მეტი ტურისტი შევიდეს დაცულ ტერიტორიაზე. ორი წლის წინ მოასფალტდა მარელისის ცენტრალური გზა, მაგრამ აუცილებელია ამ მონაკვეთის გაგრძელება, - აღნიშნა თოფურიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია