დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იუსტიციის მინისტრი და OGP-ის საქართველოს სამდივნო წარმომადგენლები კახა კალაძეს შეხვდნენ (R)
2017/10/04 13:56:31

ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და OGP-ის საქართველოს სამდივნოს წარმომადგენლები ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახ კალაძეს შეხვდნენ.

მერობის კანდიდატმა თეა წულუკიანს ხელმოწერილიღია მმართველობის ქვე-ეროვნული დეკლარაციაგადასცა.  კახი კალაძე პირველია მერობის კანდიდატებიდან, რომელმაც აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ქართული ოცნებისმერობის კანდიდატმა OGP-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან შეხვედრა მათი ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ ითხოვა. კახა კალაძემ მასპინძლებს, ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის წარმატებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.  ასევე, განიხილა, თუ როგორ უნდა დახვდეს საქართველოს დედაქალაქი ახლო მომავალშიღია მმართველობის პარტნიორობისგლობალურ სამიტს.

მისასალმებელია, რომ საქართველო არის OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა. ზოგადად გამჭვირვალობა, ღიაობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ახლო მომავალში ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამის პრეზენტაცია, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ თბილისის მერიაში“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე განმარტებით, იგეგმება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში, რათა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

ჟურნალისტებთან კომენტარი ასევე გააკეთა OGP-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. მინისტრის განცხადებით, კახა კალაძე მერობის პირველი კანდიდატი, რომელიც ამ დროისთვის მათ ეწვია.

„მას აქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა გაიყვანოს დიდ მასშტაბზე 2016 წელს თბილისის მერიის მიერ დაწყებული ურთიერთობა „ღია მმარველობის პარტნიორობის“ ორგანიზაციასთან, რადგან თბილისი ამ დროიდან ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია, რომელიც ორგანიზაციას შეუერთდა პარიზთან ერთად“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, OGP-ის საქართველოს სამდივნო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, კახი კალაძის მსგავსად, სხვა კანდიდატებსაც შეხვდეს და მათი ხედვები მოისმინოს.

როგორც ცნობილია, „ღია მმართველობის პარტნიორობისწევრი ქალაქი თბილისიერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც 2016 წელსღია მმართველობის პარტნიორობასშეუერთდა და ვალდებულებები აიღო გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გაერო- გენერალური ასამბლეის ფარგლებში 19 სექტემბერს საფრანგეთის  პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო თავმჯდომარეობს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც, დღეის მონაცემებით, 75 ქვეყანაა. „OGP“-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. საქართველოშიღია მმართველობის პარტნიორობისპროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო არენაზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია