დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩილ გოგსაძე: ყველა ის რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტს გააჩნია (R)
2017/10/04 13:52:27

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ობჩის მოსახლეობას შეხვდა. 

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმა გააცნო და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველოფასა და შიდა სასოფლო გზების მოწერსიგებას ეხება.

არჩილ გოგსაძემ შეხვედრაზე ტურიზმის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მოსახლეობისთვის გაზიარების მზადყოფნას გამოთქვამს, რათა სოფელი ახალი მიმართულებით განვითარდეს.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რაც დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. ჩვენს ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და დროა, მათი ნაწილი ჩვენმა რეგიონმაც მიიღოს. ამ მიმართულებით ხელისუფლებისგან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება. მზად ვარ, თითოეულ თქვენგანს შესაბამისი გარემოს შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესის წარმოებაში დავეხმარო“, -განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მერად არჩევის შემთხვევაში, არჩილ გოგსაძე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების მზადყოფნას გამოთქვამს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3739
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია