დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ (R)
2017/10/02 22:36:30

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში ვახტანგ ტალახაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ მოლითისა და ნებოძირის მოსახლეობას შეხვდნენ.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

„საგზაო ინფრასტრუქტურა ყველა სოფელში მოწესრიგდება. პრიორიტეტი მიენიჭება კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა და ოცივე ადმინისტრაციულ ერთეულს ეტაპობრივად მოვიცავთ. ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, გზებზე მოეწყობა გარე განათებები, გაგრძელდება გაზიფიცირება, ასევე, დიდ ყურადღებას მივაქცევთ ახალგაზრდების მოთხოვნებს სოფლებში. გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად, უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

მოლითისა და ნებოძირის მოსახლეობამ ძირითად პრობლემად სოციალური დახმარების შეჩერება და ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა დაასახელა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3273
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია