დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალექსანდრე გოგორიშვილი წმინდა ნინოსა და სოლომონ II-ის ქუჩების ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/09/30 17:12:00

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი ვანში, წმინდა ნინოსა და სოლომონ II-ის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან ქალაქის იერსახეზე ზრუნვა დაიწყება. ასევე, მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა და ქალაქის ტერიტორიის ყველა მცხოვრებს სასმელი წყალი ექნება.

„ჩემი მთავარი პრიორიტეტი შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციაა.  2017 წელს ვანს ანტიკური ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვანმა თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურიზმის განვითარების საქმეში“, - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბიჭიკო პაიკიძე წარუდგინა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია