დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკოლოზ თოფურიძე მაღალმთიან სოფლებში ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/09/28 13:43:25

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ თოფურიძ, მაღალმთიანი სოფლების - წიფის და ფონას მოსახლეობას შეხვდა.

თოფურიძემ ამომრჩეველს ხარაგაულის საკრებულოს წიფის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო ტალახაძე წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. „სწორედ იმიტომ, რომ წიფა მაღალმთიანი სოფელია მთის განვითარების ფონდიდან წელს სოფლის ცენტრალური გზის 2 200 მეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია დაფინანსდა. გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“- აღნიშნა თოფურიძემ.

მოსახლეობამ, ასევე, ინფორმაცია მიიღო ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. მერობის კანდიდატის განცხადებით, გზის 50კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და სატენდერო პროცესების გავლის შემდეგ რეაბილიტაციადაიწყება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია