დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახაბერ მახათაძე დაბა შორაპნის მოსახლეობას შეხვდა (R)
2017/09/24 21:09:45

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე დაბა შორაპნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება დაბის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა.

შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ დღეს ამ ისტორიულ ციხესიმაგრეზე შევიკრიბეთ. გვჯერა, რომ ის მუდამ შეძლებს ჩვენს დახმარებას - ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, რადგან დღეს ისევ ბევრნი ვართ, ისევ აქ და ისევ ერთად შორაპნის ციხეზე, რომელსაც თავისი მნიშვნელობით მრავალი სიცოცხლე გადაურჩენია“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

საუბრის დასასრულს, კახაბერ მახათაძემ მოსახლეობას შორაპნის მაჟორიტარობის  კანდიდატი კობა გოჩელეიშვილი წარუდგინა და მათ 21 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია