დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანის მერობის კანდიდატი სოფელ ამაღლებაში არსებული ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენას გეგმავს (R)
2017/09/22 15:20:18

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ ამაღლების, ბაძგისა და ბზვანის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის გაცნობით დაიწყო და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა.

სოფელ ამაღლებაში ალექსანდრე გოგორიშვილმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, სოფელში არსებული ბალნეოლოგიური კურორტის აღსადგენად იმუშავებს. სოფელ ბზვანში კი, მერობის კანდიდატი ბაგა-ბაღის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.

„ჩვენი ხელისუფების მიზანია, მომდევნო წლებში ევროპული სოფლის მშენებლობა, რაც პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ ყველა სოფელს მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს  შიდა საუბნო გზები, სანიაღვრე არხები და განათება. გპირდებით, რომ ეს აუცილებლად გაკეთდება და ყველა ის თანხა, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მივიღებთ, რაიონს და სოფელს უკლებლივ მოხმარდება“, - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია