დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა (R)
2017/09/21 11:40:56

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის, კერძოდ, დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა.

შტაბის გახსნას პარლამენტის წევრი, დიდუბის მაჟორიტარი ილია წულაია და რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი დაესწრნენ.

თარაშ შურღაიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დაჰპირდა, რომ გუნდთან ერთად იმუშავებს თბილისის განვითარებაზე.

„ჩვენ გვყავს ღირსეული მერობის კანდიდატი, ბატონი კახა კალაძე. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მასთან ერთად ვაკეთო ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო სიცოცხლით სავსეს გახდის“,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია