დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რიმა ბერაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას კარდაკარ ხვდება (R)
2017/09/19 23:54:46

 „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთვის“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს.

რიმა ბერაძე დღეს, ქურდიანის შესახვევისა  და ზაზიაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობისა და ქუჩის ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მაჟორიტარობის კანდიდატი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაპირდა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩუღურეთის რაიონი ქალაქის ძირძველი და აქედან გამომდინარე ინფრასტრუქტურულად რთული რაიონია. გასული სამი წლის განმავლობაში სწორედ ეს მიმართულება იყო ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი. ჩვენ შევძელით და მოვაწესრიგეთ რაიონის ყველა ცენტრალური და თითქმის ბევრი შიდა ქუჩა.  გპირდებით, მე და ჩემი გუნდი, გამარჯვების შემდეგ, კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იქამდე, სანამ ჩვენს რაიონში ყველა ქუჩა არ იქნება გამართული და ყველა სახლი რეაბილიტირებული,“ - განუცხადა ადგილობრივებს  მაჟორიტარობის კანდიდატმა.

რიმა ბერაძემ ჩუღურეთელებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და სოციალურ საკითხებზე გუნდის ხედვა გააცნო.

 

„სოციალური მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ვნერგავთ და ვაუმჯობესებთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.  კახა კალაძის მიერ გაცხადებული „ქართული ოცნების“ სოციალური პოლიტიკა ის რეალური გეგმაა, რომელიც ჩვენს ქალაქში შეამცირებს სოციალურად დაუცველთა რაოდენობას და მათი ცხოვრების პირობებს უკეთესს გახდის“ - განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია