დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩილ გოგსაძე: დროა დაიწყოს იმ კულტურების განვითარება, რაც ბაზარზე მოთხოვნადია (R)
2017/09/19 23:43:52

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, არჩილ გოგსაძე, წითელხევის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მოსახლეობა მთავარ გამოწვევად წყალმომარაგებით უზრუნველყოფას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს.

საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარებას. არჩილ გოგსაძის თქმით, დრო მუნიციპალიტეტში სიახლე დაინერგოს და დაიწყოს იმ კულტურების განვითარება, რაც ბაზარზე მოთხოვნადია.

 

ჩვენმა გლეხებმა იციან როგორ მოუარონ ვაზს და ამ ცოდნით კარგი მოსავალი მოაქვთ, თუმცა ნაკლები ცოდნა აქვთ სხვა კულტურების მოვლის შესახებ. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რათა სოფლის მეურნეობა ახალი მიმართულებით განვავითაროთ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია