დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკო თოფურიძე: ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მეწყერული პროცესებისგან დაზიანებული სახლების აღდგენა იქნება (R)
2017/09/17 00:16:19

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკო თოურიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

თოფურიძე ხარაგაულის დაბის მაჟორიტარობის კანდიდატთან, პაატა გოგოლაძესთან ერთად, პატარა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივებს იფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სკვერების რეაბილიტაციას დაპირდა.

დიდ ყურადღებას მივაქცევთ სტიქიური თუ მეწყერული პროცესებისგან დაზიანებული სახლების აღდგენას. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს და ასეთი საცხოვრისების აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“ - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკო თოფურიძემ.

 

მოსახლეობასთან საუბრისას მერობის კანდიდატმა  ყურადღება გაამახვილა ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობა ხარაგაულის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ,  ბიზნესის ხელშეწყობას და ადგილობრივებისთვის შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია