დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი რეგიონში მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს (R)
2017/09/17 00:04:06

პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია, რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს.

როგორც მან ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

ჩემი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, უკვე გვაქვს 4-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდება და  შესაბამისად, ის პრობლემებიც გადაიჭრება, რომელიც დღეს ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს, - აღნიშნა გოგიამ.

 პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის  მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია