დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს
2017/09/15 18:19:53

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს. 



„საქართველოს მოქალაქე, ქართველი პირველად  გახდა გაერო-ს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ეს არის უდიდესი აღიარება ჩვენი ქვეყნის,  ეს არის უდიდესი აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი შედეგი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

 

ეს არის დიდი შედეგი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული იმისათვის, რომ ეს წარმატება ყოფილიყო მიღწეული. მე ვულოცავ ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ გამარჯვებას,  რომელიც დღეიდან უკვე მოემსახურება მსოფლიოს ტურიზმის სექტორის განვითარებას და ამით ასევე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოს მიღწევებს. ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ, პრემიერ-მინისტრის - გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერამ, ჩვენი დიპლომატიის ძალიან აქტიურმა მუშაობამ და თითოეული უწყების, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში.  მინდა წარმატებები ვუსურვო  ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ დიდ და მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ახალი წარმატების და დიდი აღიარების საფუძველი’-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.



საქართველოს ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას, რომელიც მონაწილეობს ჩინეთში ქ. ჩენგდუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში. სწორედ ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის - ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დამტკიცება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია