დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
2017/09/06 11:26:47

 


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დღეს კერძო ტელემაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდაშეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი გააცნო.


„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა, ამ სფეროს სპეციალისტებისა და პარლამენტის წევრების ფართო ჩართულობით  შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მომაზადა და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნას. კანონპროექტით განისაზღვრება ასევე რეკლამის მოცულობისა და სპონსორობის დაშვების საკითხი.


დღევანდელ შეხვედრაზე კერძო ტელემაუწყებლობების წარმომადგენლებს  საშუალება ჰქონდათ  საკუთარი პოზიციები გამოეხატათ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ვრცელდება, რაც უკმაყოფილებას იწვევს კერძო ტელემაუწყებლებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში. მოწვეული სტუმრები ასევე მხარს არ უჭერენ  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის დროის მოცულობის გაზრდას და კანონპროექტში წარმოდგენილ სხვა საკითხებს, რომელთა შესახებაც მათ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს.


„საკომიტეტო მოსმენის წინ აუცილებლად მიმაჩნია ზუსტად ვიცოდეთ სად არის ის წინააღმდეგობრივი საკითხები, რომელზეც მოგვიწევს კომიტეტზე მსჯელობა. ამასთანავე ყველა მხარის პოზიცია უნდა იყოს ჩვენთვის ცნობილი, რათა მაქსიმალურად ინფორმირებულები ვიყოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ - განაცხადა შეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს 19 სექტემბრამდე განიხილავს.   

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია