დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ირაკლი შენგელიამ ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო (R)
2017/09/05 15:28:32
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდამა ქუთაისის საკრებულოში, ირაკლი შენგელიამ, ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.

 
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
„დღეიდან აქტიურად ვიწყებ საარჩევნო კამპანიას და ამომრჩევლებთან შეხვედრებს. ვპირდები ჩვენს ამომრჩეველს, რომ ვიქნები გამარჯვების ოლქის აქტიური ხმა საკრებულოში. მაქვს ამბიცია რეალური ცვლილებები მოვუტანო ჩვენს ქალაქს და კონკრეტულდ ჩემს ოლქს. ჩემთვის პრიორიტეტულია ყველა იდეის, ინიციატივისა თუ პრობლების საკრებულოში გაჟღერება და მათი გადაჭრა“, - განაცხადა შენგელიამ. 
ირაკლი შენგელია გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად ვიცე–პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭირღვაიამ წარადგინეს. პროფესიით ექიმი, 2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოში რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია