დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის აეროპორტში მეორე ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – პროექტის ღირებულება 26,4 მილიონია
2017/09/04 23:28:25

ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს კომპანია „ანაგი“ ააშენებს. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ანაგს“ შორის შელშეკრულებას ხელი 31 აგვისტოს მოეწერა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 26 423 967,74 ლარს შეადგენს. 


როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, სამუშაოების პირველი და ძირითადი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღის ვადაში, 2018 წლის 20 იანვრისთვის უნდა დასრულდეს.

 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ქუთაისის აეროპორტის მეორე ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი 2017 წლის 26 ივლისს გამოაცხადა. წინადადების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო, განაცხადების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა. სატენდერო წინადადების ფასი თავდაპირველად 22.39 მლნ ლარს შეადგენდა, ახლა მისი 4 მილიონით გაზრდა, საკონტრაქტო ფასში დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებამ განაპირობა.

 

სატენდერო განაცხადი სამმა კომპანიამ  –„ანაგი“, „დაგი“ და „Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი“ წარადგინა. „დაგი“ და „Tav მშენებლობა/ბლექ სი გრუპი“ ტენდერიდან დისკვალიფიცირდა. სატენდერო კომისიამ მხოლოდ „ანაგის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „ანაგს“ შორის ხელშეკრულებას ხელი 31 აგვისტოს მოეწერა.

 

როგორც კომერსანტს "ანაგში" განუცხადეს, კომპანიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე და მოსამზადებელი სამუშაოებიც, პრაქტიკულად, უკვე დაიწყო.

 

ქუთაისის აეროპორტის გაფართოება მზარდი ტურიზმის ფონზე ხდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი.

 

წყარო:Commersant.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8410
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია