დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა
2017/09/04 23:03:10

 იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში პირველი „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი“  ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი ფარგლებში ჩატარდა.


კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გაიმართა.


კონკურსზე წარმოდგენილი 150 ღვინის ნიმუშიდან  22-მა  ოქროს, 20-მა   ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. კონკურსში საქართველოს გარდა ღვინოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი ( საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია და სხვა).


ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა, წარდგენილი იქნება საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, სადაც გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ იმართება.


ოქროს მედლები დაიმსახურა შემდეგმა ღვინოებმა:

ü  ბეროზას ღვინო    საფერავი      წითელი მშრალი      2015;

ü  გიუაანი       ქვევრის მწვანე     თეთრი მშრალი        2014;

ü  ბინეხი       საფერავი ქვევრის     წითელი მშრალი      2015;

ü  ბინეხი       მწვანე ქვევრის    თეთრი მშრალი        2015;

ü  მაყაშვილების მარანი   კაბერნე   წითელი მშრალი      2016;

ü  გლეხური - რქაწითელი ქვევრი თეთრი   მშრალი 2015;

ü  კასრელი        ჩიტისთვალა            თეთრი მშრალი       2016;

ü  კონჭო&კო     მცვივანი კახური     თეთრი მშრალი       2016;

ü  კონჭო&კო     ქისი ქვევრი  თეთრი მშრალი       2014;

ü  დურუჯი ველი        საფერავი ქვევრი     წითელი მშრალი 2013;

ü  დურუჯი ველი        რქაწითელი ქვევრი თეთრი მშრალი       2013;

ü  მანაველი       ქვევრი მწვანე პრემიუმ      თეთრი მშრალი       2015;

ü  მონასტრის ქვევრის ღვინო მწვანე თეთრი მშრალი    2015;

ü  საგვარეულო მარანი           საფერავი       წითელი მშრალი     2016’

ü  ჭოტიაშვილის ვენახები რჩეული ქვევრი მწვანე თეთრი მშრალი   2015;

ü  ჭოტიაშვილის ვენახები     რჩეული ქვევრი ხიხვი თეთრი მშრალი 2014;

ü  მეღვინეობა ჩელთი            ჩელთი ქვევრის       თეთრი მშრალი       2016;

ü  ვიტა ვინეა    ქისი    თეთრი მშრალი       2014;

ü  დაქიშვილის ოჯახის ვენახები     Dakishvili Family Selection Amber Dry      თეთრი მშრალი 2015;

ü  დაქიშვილის ოჯახის ვენახები     Dakishvili Family Selection Red Dry    წითელი მშრალი   2015;

ü  ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო წარაფი   თეთრი მშრალი       2014;

ü  ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო - წარაფი ქვევრი დოდო,  თეთრი მშრალი        2015;

 

 ქვევრის ღვინის პირველ საერთაშორისო  კონკურსის ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები  იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.


  სიმპოზიუმის ორგანიზატორია ასოციაცია   ,,ქართული   ღვინო“მხარდაჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,    ღვინის   ეროვნული   სააგენტო   და   ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.


ქვევრის ღვინის  მე-4  საერთაშორისო  სიმპოზიუმში  მონაწილეობას სხვადასხვა  ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებენ.


ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013  წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის   (UNESCO) მიერ მოხდა  ქვევრში  ღვინის  დაყენების  ქართული  ტრადიციული  მეთოდის  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია