დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ონის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის (R)
2017/09/03 21:37:57

ონის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ემზარ საბანაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

 

ამის შესახებ განცხადება ემზარ საბანაძემ ამბროლაურში, მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგგააკეთა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის იმედების გასამართლებლად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

 

„მინდა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო და ყველასშევპირდე, რომ პარტიის, მისი თავმჯდომარის, ხალხის იმედებს გავამართლებ. არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, რომ ჩემი გამოცდილება ჩემივე ხალხისა დაკუთხის საკეთილდღეოდდავხარჯო“,-აღნიშნა ემზარ საბანაძემ.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ონის მერობის კანდიდატის თქმით,  მისი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტშიინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება.

 

„ჩემი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაიქნება. ასევე, სოციალური, სამედიცინო მიმართულება და სხვადასხვა საკითხები. იმედია, ხალხისა და ხელისუფლების ხელშეწყობით ამ ყველაფერს თავსგავართმევთ“,-განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

 

 

ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია