დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცინდელიანების საქმე
2009/12/07 15:46:38

2006 წლის ივლისში, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, პოლიციასა და ორ ადგილობრივ მცხოვრებს - ძმებს, გელა და გოჩა ცინდელიანებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. სროლის შედეგად გელა ცინდელიანი ადგილზე გარდაიცვალა, მისმა ძმამ, გოჩა ცინდელიანმა კი პოლიციელთაგან გასხლტომა მოახერხა და მიიმალა. ის სამი წლის შემდეგ, 2009 წლის აგვისტოში დააკავეს. თუმცა დაუსწრებელი განაჩენი მესტიის სასამართლომ მას ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში გამოუტანა.

სასამართლომ გოჩა ცინდელიანს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა, მათ შორის: იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა, რომელიც მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ამასთან, მკვლელობის მცდელობა ჩადენილია ისეთი იარაღით, რაც საფრთხეს სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის. სასჯელების შეკრების შედეგად მესტიის სასამართლომ გოჩა ცინდელიანს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუდგინა, ამასთან - 3 ათასი ლარის ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ცინდელიანის დაკავების შემდეგ მისმა ადვოკატმა განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო სხდომაზე ცინდელიანმა პოლიციელთა განზრახ მკვლელობის მცდელობაში თავი დამნაშავედ არ ცნო. მან თქვა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დაშლილ მდგომარეობაში ჰქონდა, რის გამოც ის გასროლას ვერ შეძლებდა.

მისი ვერსიის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა დაზარალებულად ცნობილმა ბესო გაბულდანმა, რომელიც იმ დროს მესტიის კრიმინალური პოლიციის უფროსად მუშაობდა. მისი თქმით, იმ დღებში რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, დამნაშავეები კი ყოველთვის მიმალვას ასწრებდნენ. მათ ასაყვანად სპეცოპერაცია დაიგეგმა, რაშიც სპეცდანიშნულების რაზმებიც მონაწილეობდნენ. მსხვერპლის თავიდან აციელბის მიზნით დამნაშავეებს ტყეში ჩაუსაფრდნენ, სადაც გამოჩნდნენ ძმები ცინდელიანები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები, ერთ-ერთ მათგანს თან ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტ-ყორცნიც ჰქონდა.

გაბულდანის თქმით, ძმებმა მათ დანახვისთანავე გაუხსნეს ცეცხლი. ორმხრივი სროლის დროს გელა ცინდელიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე ძმამ კი გზა სროლით გაიკვლია და გაქცევა მოასწრო.

იგივე განაცხადეს სხვა პოლიციელებმაც.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში კი მითითებულია, რომ გარდაცვლილ გელა ცინდელიანს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, რომლის მჭიდში 21 ვაზნა აღმოჩნდა, ასევე ამოღებულია ერთი ცალი ცარიელი მჭიდი, გასროლილი მასრები, ათ მეტრში კი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ყუმბარმტყორცნი.

ქუთაისის სააპელაციო პალატამ გოჩა ცინდელიანისადმი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწ-ყვეტილება სამართლიანად მიიჩნია და ის უცვლელად დატოვა. პოლიციელთაგან კი პასუხისმგებლობა გელა ცინდელიანის დაღუპვის გამო არავის დაკისრებია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2796
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია