დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია ექვს თვეში დასრულდება (VIDEO)
2017/09/02 19:58:33

საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის , ნაქალაქარის ტერიტორიის რეაბილიტაცია, ხოლო 2018 წელს დაგეგმილია მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები). ასევე, დაგეგმილია მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა. 



მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. უწყების ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. 



ამჟამად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების (კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის, სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდა ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს. 



ასევე, მიმდინარეობს ახალი 4 -სართულიანი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოეწყობა ავტოპარკი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს.



პროექტს სამშენებლო კომპანია "დაგი ჯგუფი" ახორციელებს. პროექტის დასრულების თარიღად 2018 წლის თებერვალია მითითებული.

 

ვიდეო იხილეთ ლინკზე

https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=2zqFYHRdZBQ

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია