დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა (R)
2017/09/02 19:48:05

 

 

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის საკრებულოს წევრობისთვის 25 კანდიდატი იბრძოლებს.

 

კერძოდ, მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; ვაკე - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისი - თემურ გორგაძე; ისანი - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი;  სამგორი - გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე; ნაძალადევი - თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე; ჩუღურეთი - რიმა ბერაძე; დიდუბე - ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია; გლდანი - შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.

 

 

პარტიის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარობის  კანდიდატები თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარუდგინა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია