დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილი ჩაერთო
2017/08/25 22:49:55

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილი ჩაერთო. ბორჯომის ხეობაში 1000 ჯარისკაცი ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საგანგებო შტაბში პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირს წუხელ, გვიან ღამით დაესწრო, სადაც სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

 

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ატენის ხეობაში გაწეული სამსახურისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღეს მიღწეული იქნება.

 

არსებულ ვიტარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. „ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა გავჭერით მიუვალ ტყეებში. იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გავლა, დღეს სახანძრო მანქანები მუშაობენ და კერებამდე მიახლოების საშუალება აქვთ. ასევე ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა იმიტომ, რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ ის კერები, რომელიც დარჩენილია, დაგვემუშავებინა. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

მარიკა ეფრემიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3837
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია