დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა
2017/08/19 12:58:43


2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუწევს. 24 ივლისიდან წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ყველა მუნიციპალიტეტში უკვე აკვირდება ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი მონიტორინგის შუალედური შედეგების გამოქვეყნებამდე, „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.


დოკუმენტში განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები და მეტწილად ინკლუზიურად დაწყებული პროცესი, რომელიც ივნისის ბოლოს ერთგვარ ჩიხშიმას შემდეგ შევიდა, რაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილების 2024 წლამდე გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო.


წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში საუბარია 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებასა და 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, ასევე, მოულოდნელად და ფართო საზოგაოდების ჩართულობის გარეშე დაუჭირა მხარი პარლამენტმა.


ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადასულა. როგორც მოსალოდნელია, საარჩევნო კამპანიის ძირითადი ფოკუსი თბილისის მერის არჩევნები იქნება. თბილისის მერობის ძირითადი კანდიდატები საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია.


დოკუმენტში, ასევე, შეფასებულია მედია გარემო და ის ცვლილებები, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიმდინარეობდა ნაციონალურ მაუწყებლებში.

 


 

ამდოკუმენტისმომზადებაშესაძლებელიგახდაამერიკელიხალხისმხარდაჭერით, შეერთებული შტატებისსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტოს (USAID) დაფონდ ეროვნულიწვლილიდემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშშიგამოთქმულიმოსაზრებებიეკუთვნისმხოლოდ სამართლიანარჩევნებსდაშესაძლაარგამოხატავდეს USAID-ის, აშშმთავრობისან NED-ისშეხედულებებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია