დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ მხატვარს ვერ ეწევა სიკვდილი...
გურამ ხეცურიანი „მხატვრობა ჩემი განცდა და ემოციაა“
2017/07/28 12:52:31

ხელოვნება, ეს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა.ხელოვნება საყოველთაოა, არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს.

პაბლო პიკასო ამბობდა: ”ყოველი ბავშვი მხატვარია. რთული ისაა, რომ დარჩეს მხატრვად მას შემდეგ, რაც გაიზრდება.”


 მას ბავშვობიდან ვიცნობ,მაგრამ არაფერი ვიცოდი მისი ნიჭის შესახებ. ერთი წლის წინ ინტერნეტში შემთხვევით ვნახე მისი სახელი და გვარი, მისი ნამუშევრები. დღეს შესაძლებლობა მომეცა, გაგაცნოთ უკვე შემდგარი ხელოვანი, ნიჭიერი მხატვარი გურამ ხეცურიანი.


გურამი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, აქვე დაამთავრა სამხატვრო სკოლა, ათწლედი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გამოფენები ჰქონდა როგორც საქართველოში, ისე - საზღვრებს გარეთაც.

 

 

კერძოდ: 2005 - ქ. მცხეთა. გამოფენა-გაყიდვა ღია ცის ქვეშ. 2005წ - თსსა. ჯგუფური გამოფენა "ახალქალაქი". 2005წ - თსსა. სტუდენტთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, გალერეა “უნივერსი”, თბილისი, საქართველო. 2006წ - თსსა. ჯგუფური გამოფენა "გუდამაყარი". 2006წ - რუსთაველის საზოგადოება, ჯგუფური გამოფენა. 2007წ - "ProArt", "პროკრედიტ ბანკი", აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 2007წ - სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, შარდენის ქუჩა #9. 2007წ - "არტ-ბარი". ჯგუფური გამოფენა. 2008წ - აშშ, მიჩიგანის შტატი. "Wiliamston". ჯგუფური გამოფენა. 2009 წ - გალერეა „ვერნისაჟი“. ჯგუფური გამოფენა "თაობათა გადაძახილი". 2009წ - გალერეა „ვერნისაჟი“ "კოპლა". ჯგუფური გამოფენა"პეიაზაჟი". 2009წ - გალერეა „ვერნისაჟი“. პერსონალური გამოფენა. 2010წ - გალერეა „ვერნისაჟი“ "კოპალა". ჯგუფური გამოფენა. 2012წ - ხელოვნების სტუდია "ლესელიძის 49". პერსონალური გამოფენა. 2013წ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი. "ქარვასლა" შეხვედრა ფიროსმანთან. 2014წ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი. "ქარვასლა" კვალი. 2014წ - აშშ. მაიამი. ART MIAMI. ჯგუფური გამოფენა. 2015წ - გალერეა „ვერნისაჟი“. პერსონალური გამოფენა. 2015წ - ლიტვა, ქალაქი კაუნასი. "საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“. პერსონალური გამოფენა 2016წ - აშშ. ნიუ იორკის შტატი. „Cadena Gallery“ ჯგუფური გამოფენა 2016წ - აშშ. ნიუ იორკის შტატი. „Emmanuel Fremin Gallery“ ჯგუფური გამოფენა.


ინტერვიუზე დავითანხმე.მჭერმეტყველებით არ გამოვირჩევი, მაგრამ შევეცდები კითხვებზე გიპასუხოო.


ჩვენი დიალოგი ასე წარიმართა.



- შენს  შესახებ მიამბე,  როდის დაიწყე ხატვა, რას ნიშნავს შენთვის  ხელოვნების ეს სფერო?

- ბავშვობიდან ვხატავ. ეს სფერო მთელი ჩემი ცხოვრებაა.

- სამხატვრო განათლება გაქვს?

-დავამთავრე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,

- მუშაობის პროცესი როგორია?

- ჩემი ემოციების რეალიზების სასიამოვნო პროცესია.

- რა მიმართულების მხატვარია გურამ ხეცურიანი?

-გამიჭირდება თქმა, ხშირად იცვლება.

- მხატვრობა შენი ერთადერთი პროფესიაა თუ, რაიმე სხვითაც ხარ დაკავებული?

- ერთადერთი პროფესიაა.

- შენს ნახატებს სევდის ფერი ახლავს,არის თუ არა ეს შენი ხასიათი?

 - საერთოდ არ ვფიქრობ ჩემ ნახატებს რა ფერი ახლავს. ეს ჩემი განცდაა, ჩემი ემოციაა.

-ყველაზე მეტად რა ფერები მოგწონს?

- როგორც ფერმწერს, ყველა ფერი ერთნაირად მომწონს და ვიყენებ.

-რომელმა მხატვრებმა მოახდინეს შენს შმოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა?

- ანსელმ კიფერმა და ენდრიუ ვითმა.

- როგორი დამოკიდებულება გაქვს შეფასებასთან, კრიტიკასთან?

-ჩვეულებრივად ვიღებ.

-რა გჭირდება შთაგონებისთვის რომ ხატო?

- შთაგონება არ მჭირდება იმისათვის, რომ ვხატო.

- რას ფიქრობ თანამედროვე მხატვრობაზე, მოგწონს?

- არიან მხატვრები, რომლებიც ძალიან მომწონს.

-რას ფიქრობ, რითი გამოირჩევი სხვა მხატვრებისგან?

 - ალბათ, საკუთარი ხელწერით.

- დაგვისახელე შენი, საყვარელი 5 მხატვარი?

1.ანსელმ კიფერი
2.ენდრიუ ვითი
3კარავაგიო
4.ედვარდ მუნკი
5.გუსტავ კლიმტი

- რა გეგმები გაქვს, რაზე ოცნებობ?
- როგორც ყველა მხატვარს, მინდა, მხატვრად დარჩენა და წარმატებული კარიერა.

- დიდი მადლობა გურამ, წარმატებებს გისურვებ.

- მადლობა თქვენ..

 

 

 

 

ესაუბრა ნატო ყურაშვილი

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12287
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია