დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მინი-ბიბლიოთეკა ორიგინალური ფორმისაა, მაგრამ - მუდამ ცარიელია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/07/24 13:31:00

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ საქართველოს 8 ქალაქში წიგნის ორიგინალური ჯიხურები განთავსდა. ერთ-ერთი ასეთი ჯიხური, ბაგირგზის ვაგონის ფორმით, ჭიათურაშიც დაიდგა. იდეის ავტორების აზრით, ამგვარი სათავსოებიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, მათთვის სასურველი ნაწარმოები შინ წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ. სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დაამატონ.


 ზოგადად, მინი-ბიბლიოთეკები ქალაქებში თემატური დიზაინითაა მოწყობილი, მაგალითად, ბათუმში - გემი, სამტრედიაში - ველოსიპედი, თელავი - კასრი და .. ჭიათურის მინი-ბიბლიოთეკა ორიგინალური ფორმისაა, მაგრამ -  მუდამ ცარიელია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სათავსოში რამდენიმე ხნის განმავლობაში მხოლოდ მაქსიმ გორკის რომელიღაც ნაწარმოები იდო, რომელიც ბოლო დროს გაქრა. ასეთი ბიბლიოთეკების „სიცოცხლე“ სამოქალაქო საზოგადოებაზეა დამოკიდებული.


დღეს ჭიათურის მინი-ბიბლიოთეკას სამი წიგნი ჟურნალისტმა როლანდ ხოჯანაშვილმა უსახსოვრა. მისი აზრით, ამ წამოწყებას ბევრმა მოქალაქემ უნდა დაუჭიროს მხარი და ქალაქის ცენტრში არსებული სათავსო მუდამ უნდა იყოს დატვირთული საინტერესო გამოცემებით.


 

 „ამ სამი წიგნიდან, ორი ჩემი რედაქტორობითაა გამოცემული „გლოსას“ მიერ. მომავალშიც ვეცდები, რომ საინტერესო გამოცემები შევმატო ჩვენი ქალაქის მინი-ბიბლიოთეკას და სხვებსაც მოვუწოდებ, ერთი წიგნი მაინც დაუმატოს ამ სათავსოს“, _ აღნიშნა როლანდ ხოჯანაშვილმა.

 

ელე ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია