დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოგონებები გარდასულ დღეთა
ქუთაისელი მედიკოსები ნათელა ციბაძის საოჯახო ალბომიდან
2017/07/08 17:20:00

უკვე მეორე წელია, ქუთაისში 8 ივლისს მედიკოსთა პროფესიული დღე აღინიშნება. წელს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიისა და გუბერნიის, ასევე, მოქმედი კლინიკების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სხვებმა.

 

მედიკოსთა პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვისა და ამ სფეროში წლების მანძილზე გაწეული ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელები გადაეცათ ცნობილ ექიმებს: ბადრი ალფაიძეს, ოთარ მეტრეველს, ვახტანგ დანელიას, დავით ჭაჭიაშვილს, ვერა ნოდიას, თენგიზ ლობჟანიძეს, გიორგი ბერეკაშვილს, მედეა კვარაცხელიას, ბორის ჩაკვეტაძეს, ამალია მარგველაშვილს, ნანა ძიძიგურს, შოთა ბოდოკიას, დარეჯან დეისაძეს, ამირან კოპალიანსა და მანანა კობულაშვილს.

 

ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა სამ ექიმს: მაგული ჩხობაძეს, თემურ ნადირაძესა და ლერი ხონელიძეს.

 

ვულოცავ თითოეულ მათგანს და მინდა ამ დღეს გამოვეხმაურო ჩემს საოჯახო ალბომში დაცული რამდენიმე ფოტოსურათით. ისინი ეკუთვნის დედას, 86 წლის ნათელა ციბაძეს, რომელიც დღესაც სიამოვნებით იგონებს გარდასულ წლებს, როცა ექიმთა მრავალათასიანი კოლექტივი თავდაუზოგავად ემსახურებოდა და ქალაქის მოსახლეობას, მუშა-მოსამსახურეებს. დარწმუნებული ვარ, მათი გვარ-სახელების ჩამოთვლაც კი, ბევრს გაახსენებს მათ მოღვაწეობას, პროფესიონალიზმს, ადამიანობას, კეთილ საქმეებს. მათ ხომ წარუშლელი კვალი დატოვეს ქალაქის სამედიცინო სფეროს განვითარებაში. დღეს ყველა მათგანი ქუთაისის მედიცინის ისტორიის ნაწილი და კუთვნილებაა.

 

სურათები გადაღებულია 1981 წელს, ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებაში (ჯანგანი) მორიგი სამუშაო თათბირის შემდეგ.

 

პირველ სურათზე პირველ რიგში, მარცხნიდან: ტუბდისპანსერის ექიმი (გვარი უცნობია); ნათელა ციბაძე_№3 პოლიკლინიკის მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი; მარი ლომთაძე _ქალთა №4 კონსულტაციის მთავარი ექიმი; გულისა ჩაჩავა_ბავშვთა სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; უცნობი; თამარ სულაქველიძე_სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; ლეილა შათირიშვილი_ბავშვთა მეორე პოლიკლინიკის მთავარი ექიმი.

მეორე რიგში, მარცხნიდან: ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე, გვარი უცნობია; ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, გვარი უცნობია; გენადი ჩირაძე_ბავშვთა №1 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; ბესო ფიჩხაძე_№1 საავადმყოფოს ნევროპათოლოგი; ალექსანდრე (საშა) კვიტაშვილი_ქალაქის მთავარი რენტგენოლოგი; იოსებ (სოსო) გელოვანი_ქალაქის მთავარი გინეკოლოგი; შოთა დანელია_№1 საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ყოფილი ჯანგანის გამგე; კოტე გეგელაშვილი_ქალაქის მთავარი ნევროპათოლოგი; ოთარ ჩხობაძე_ავტოქარხნის მედსანნაწილის მთავარი ექიმი; მიხეილ (მიშა) კეთილაძე_№1 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.

 

მეორე სურათზე, სხედან, მარცხნიდან: ნათელა ციბაძე, მარი ლომთაძე, მიშა კეთილაძე, ოთარ ჩხობაძე, ლეილა შათირიშვილი, ლილი მელაძე_კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

დგანან, მარცხნიდან: მეორე ძოძუაშვილი_სასწრაფო სამედ. დახმარების მთავარი ექიმი; გენადი ჩირაძე; ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე, გვარი უცნობია; შოთა დანელია, ბესო ფიჩხაძე, გულისა ჩაჩავა.

 

 

 

 

 

 

 

მესამე სურათზე (10. 08. 1973) აღბეჭდილნი არიან, მარცხნიდან:  თამარ კახიანი, თერაპევტი; ნიკოლოზ ნაცვლიშვილი_№3 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; თინა ჭუმბურიძე, თერაპევტი; ნათელა ციბაძე, №3 პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეოთხე სურათზე (07. 03. 1974), მარცხნიდან: გულნარა ნადარეიშვილი, თერაპევტი; ნიკოლოზ ნაცვლიშვილი; ნათელა ციბაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქეთევან ბახუტაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია