დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თეატრალური იმერეთი 2017“-ის გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოვეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/06/15 16:25:35

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2017“-ის საზეიმო დახურვის და დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

 

ღონისძიებას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის ვიცე-გუბერნატორები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალის „თეატრალური იმერეთი“ ახალი ნომრის პრეზენტაცია, გაიმართა. ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართულმა თეატრმა გამართა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.


სპეციალურმა ჟიურიმ, 10–მდე ნომინაციაში გამოავლინა საუკეთესო დადგმები, დასები, რეჟისორები, მსახიობები და სცენოგრაფები.

 

ფესტივალი იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს აერთიანებს. მასში 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი მონაწილეობს.

 

ჟიურის მიერ პრიზები ასე გადანაწილდა:


მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთსო შემსრულებლად ბაღდათის თეატრის მსახიობი ავთანდილ ნაკაშიძე აღიარეს.

ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის თერჯოლის თეატრის მსახიობი თინა მატარიძე დააჯილდოეს. (სპექტაკლი "რეტრო"),

ახალგაზრდული ჟიურის პრიზი ტყიბულის თეატრს გადაეცა.

მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლად სამტრედიის თეატრის მსახიობი დასახელდა.

ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემმსრულებელიც ამავე თეატრიდან გამოვლინდა.

საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის ნომინაციაში თერჯოლის თეატრმა გაიმარჯვა.

ჰუმანური იდეის მხატვრული განხორციელებისთვის პრიზი ხონის სახალხო თეატრს მიანიჭეს.

ნომინაციშა საუკეთესო პარტნიორული დუეტისთვის ხონის თეატრის მსახიობებმა :ზაზა ძიძიგურმა და თემურ საღარეიშვილმა გაიმარჯვეს.

სახასიათო სახეების შექმნისათვის ხარაგაულის თეატრის შვიდი მსახიობი დაჯილდოვდა.

ჟიურის სპეციალური პრიზი ტყიბულის თეტრის რეჟისორს ლალი კუბლაშვილს ერგო.

საუკეთესო სცენოგრაფია ხარაგაულის თეატრის წარმომადგენელს ირინა ჩხეიძეს მიანიჭეს.

ქუთაისის მერიამ და იმერეთის გუბერნიამ სპეციალური პრიზები გადასცა საინგილოს თეატრს.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბაღდათის თეატრის მსახიობი ეთერ ბერიძე დააჯილდოეს.

მამკაცის როლის სუკეთესო შემსრულებლად გოჩა ნიკოლაძე აღიარეს.

საუკეთესო რეჟისორად ვანის სახალხო თეატრში განხორციელებული სპექტაკლისთვის აბელ სოსელია დასახელდა.

საუკეთესო სპექტაკლად  კი საჩხერის თეატრის დადგმა "შერეკილები" აღიარეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია