დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის საერთაშორისო გამოფენაში „WinExpoGeorgia 2017“ თერთმეტი ქვეყანა მონაწილეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/09 23:11:53

9 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „WinExpoGeorgia 2017“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  გახსნა. საიუბილეო, მე-10 საერთაშორისოგამოფენა WinExpoGeorgia 2017საგამოფენოცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“9-11 ივნისს ტარდება. უკვე 10 წელია გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.


როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმამადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის დააღნიშნა, საერთაშორისო გამოფენა WinExpoGeorgia ყოველწლიურად უფრო პოპულარული, ხოლო მასში მონაწილეობა უფრო პრესტიჟული ხდება.


,,საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ქართულმა  ღვინომ მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და ექსპორტის ზრდა. ბოლო წლებში ქვეყანაში ღვინის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციის არსებობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილინტერესსაღნიშნული გამოფენა ნათლად ადასტურებს - მონაწილეთა და ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამასთან,  გამოფენის პარალელურად ტარდება ღვინის კონკურსიც, რომელსაც ესწრებიანმსოფლიოში ცნობილიღვინის მაგისტრები და წამყვანი სპეციალისტები, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილიმა,  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,  გიორგი ჩოგოვაძემ და საგამოფენო ცენტრის„ექსპოჯორჯია“დირექტორმა,  რესან ქიქავამ.


წელს, WinExpoGeorgia 2017-ში   97 კომპანია სხვადასხვა სახის 170-ზე მეტი სახის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენენ. გამოფენაში 11 ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობს.


გამოფენის პარალელურად 9-10 ივნისს  ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსიიმართება. კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე გამოავლენენ და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომებიგადაეცემათ. გამორჩეულ ღვინოს უმაღლესი ჯილდო გადაეცემა.


2017 წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები:

ü   საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი;

ü   საუკეთესო წითელი მშრალიღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი;

ü   საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილიღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის  ოქროს მედალი;

ü   საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილიღვინო  - დიმიტრი ყიფიანის სახელობის   ოქროს მედალი;

ü   საუკეთესო თეთრი ქვევრისღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი;

ü   საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.


წელს კონკურსის ჟიურის წევრები იქნებიან: ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო).


WinExpoGeorgia კავკასიისრეგიონშიერთადერთიგამოფენაა, სადაცწარმოდგენილიაღვინისინდუსტრიისსრულისპექტრი. 10 წლისისტორიისმანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრა, როგორცღვინისწარმოების, დისტრიბუციისთურეალიზაციისმიმართულებითმომუშავეპროფესიონალთადამოყვარულთაშეხვედრისადგილი.


WinExpoGeorgia ხელს უწყობსბიზნესურთიერთობებისდამყარებასდაპროდუქციისრეალიზაციისზრდას. გამოფენის ფარგლებში  იმართებაშეხვედრებიღვინისმწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილბაიერებთან, შესაბამისიდანადგარებისდააპარტურისმწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.

           

 

     

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია