დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი პედაგოგების სოლიდარობა თურქ კოლეგას - მუსტაფა ემრე ჩაბუქის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/05 22:19:10

 

ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებლებმა და მშობლებმა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის  ბრალდებით დაპატიმრებული თურქი პედაგოგის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი ბრიფინგი გამართეს.  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილმა  ადამიანებმა ქართულ ხელისუფლებას მოუწოდეს სამართლის აღდგენისაკენ. მუსტაფა ემრეს მხარდამჭერები თვლიან, რომ თურქი პედაგოგის დაკავება უსამართლობაა და არ უნდა მოხდეს მისი გადაცემა თურქული მხარისთვის.


ბრიფინგს ასევე ესწრებოდა ქუთაისის საიას ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი. მისი განმარტებით, მუსტაფა ემრეს წინააღმდეგ გამოყენებული ზომები არის უსამართლო და სასამართლოს შეეძლო,  წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, გირაო დაეკისრებინა ბრალდებულისთვის.


თურქი კოლეგის დაპატიმრების უკანონობაზე საუბრობს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის   საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ნოდარ ჭუმბურიძე: „ძალიან მოულოდნელი იყო ამ ადამიანის დაკავება. გვაქვს პროტესტის განცდა, რადგან ადამიანი რომელიც ესახურებოდა საგანმანათლებლო პროცესებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, დააკავეს გამოგონილი ბრალდებებით. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ხელისუფლებას სამრთლინობის აღდგენისაკენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.“


 

შეგახსენებთ, 2017 წლის 25 მაისს ყოველგვარი წინასწარი უწყების გარეშე,  საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკვეს მუსტაფა ემრე. თურქი პედაგოგი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი. ის ოჯახთან ერთად 20 წელი ცხოვრობდა საქართველოში. თვდაპირველად მოღვაწეობდა  ბათუმში. 5 წელი ასწავლიდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ქუთაისში. ბოლოს კი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში თბილისში.  ამჟამად ის იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში. სასამართლომ მიუსაჯა 3 თვიანი წინასწარი  საექსტრადიციო პატიმრობა. 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია