დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელებს პარლამენტის დათმობა არ უნდათ - საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ქუთაისში ვნებათა ღელვა მოჰყვა!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/05/05 02:37:00

ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ პროფესიულ თეატრს ტაში არ უკვირს, თუმცა ის, რაც დღეს გადაჭედილ თეატრში ხდებოდა, ნამდვილად გასაკვირი იყო იმ ხალხისგან, რომელსაც პური აკლია, მაგრამ სანახაობა ნამდვილად - არა.


კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო. ხმაურინი განხილვა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  გაუძღვა. განხილვას ასევე ესწრებოდნ უმცირესობიდან  ზურაბ ჭიაბრაშვილი და სერგი კაპანაზე; უმრავლესობიდან მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე; ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტი  კონსტიტუციის საკითხებში თენგიზ შარმანაშვილი.


ირაკლი კობახიძე შეკრებილ სზოგადოებას იმ საკონსტიტუციო ცვლილებების  გატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე გააწყვეტინეს სიტყვა, დარბაზიდან წამოსული რეპლიკებით.


კობახიძემ ძირითადი აქცენტები შემდეგ საკითხებზე გააკეთა: მაჟორიტარული სისტემის გაუქმებზე, სარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელების აუცილბლობაზე, სასამართლო სისტემაში ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე და პრეზიდენტის არჩევის წესზე.


"ხალხს ართმევენ პრეზიდენტის არჩევის უფლებას, ეს არის ყველაზე დემაგოგიური მესიჯი, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა საზოგადოებას მიაწოდეს, ყველაზე დახვეწილი სისტემის ქვეყნებშიც კი პრეზიდენტს არაპირდაპირი არჩევნების გზით ირჩევენ."- განაცხადა ირაკლი კობაიძემ.


300 ხმოსანის მიერ პრეზიდენტის არჩევის იდეას  დარბაზში საპროტესტო რეპლიკები და ტაში მოჰყვა.


კითხვა-პასუხის დროს რიგითმა მოქალაქეებმა ყველაზე ცოტა შეკითხვების დასმა მოახერხეს, რადგან მიკროფონებთან ძირითადად  იმ  პოლიტიკური პარტიების ლიდერები იდგნენ, რომლებმაც 5% ბარიერი ვერ გადალეხეს და  პარლამენტს მიღმა დარჩნენ.  მაგალითად, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია გიორგი ახვლედიანის შეკითხვამ, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას და ბარიერის საკითხს ეხებოდა.


ყველაზე საინტერესო კითხვები  რიგითმა მოქალაქეებმა დასვეს, რომლებიც ეხებოდა  ქუთაისისათვის მნიშვნელოვან საკითხებს: ქალაქის საუნივერსიტეტო და საპარლამენტო სტატუსს.


" ვიდრე ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსს არ მიიღებს , პარლამენტი აქ გააგრძელებს მუშაობას" - განაცხადა  უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

"ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი ვერ გახდება, რადგან 80 000 სტუდენტი ბუნებრივად ვერ მოგროვდება ამ რეგიონში"-უპასუხა ოპონენტს სერგი კაპანაძემ

 

პარლამენტის ქუთაისში დატოვების მომხრეეები  ამ პასუხმა ვერ დააკმაყოფილა. მათი აზრით, როგორ უნდა ენდონ სიტყვაზე ხელისუფლებას მაშინ, როდესაც  კონსტიტუციის ახალი პროექტიდან 48-ე მუხლი საერთოდ ამოღებულია, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.


ქუთაისელებმა დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ სურთ ქალაქის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევა.  შეხვედრაზე ბანერიც გამოჩნდა წარწერით "დაგვიტოვეთ პარლამენტი ქუთაისში".


ქუთაისში გამართულ სახალხო განხილვას პრეზიდენტი ვერ დაესწრო, თუმცა  სხვა რეგიონებში დაგეგმილ შეხვდრებზე პრეზიდენტიც ჩაერთვება. ამ საკითხზე პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეთანხმებული არიან.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 25011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია