საკონსტიტუციო ცვლილებებთაან დაკაშირებით საერთო - სახალხო განხილვები ხვალ, 5 მაისს ქუთაისიდან იწყება. აღნიშნულ განხილვებში ჩართვის სურვილი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმაც.
პარლამენტმი ამ წინადადებას დადებითად შეხვდა ადა პრეზიდენტს სთხოვა დაეკონკრეტებინა თუ რა ფორმით სურს საერთო-სახალხო განხილვებში მონაწილეობის მიღება.
ამ საკითხის დასაზუსტებლად და განსახილველად პარლამენტში ჩამოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, რომელმაც მოლაპარაკებები გამართა საორგანიზაციო კომისიის წევრებთან.
მოლაპარაკების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ასაკმაოდ ნაყოფიერი, კონსტრუქციული მოლაპარაკება შედგა. ყველა დეტალზე მოხდა შეთანხმება და გადაწყდა, რომ საერთო-სახალხო განხილვებში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.
"ხვალინდელ განხილვაში, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან სტუმრად ყავს ევროკომისარი ჰანი. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს და თარიღებს ამის შესახებ წინასწარ ეცნობება მედიას"-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ლიკა დევდარიანი