დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "ორმაისობა" წიგნის ფესტივალითაც აღინიშნა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/05/02 20:21:12

"პალიტრა L " - მა სპეციალურად გვირილობის დღესასწაულს დაამთხვია წიგნების ფესტივალი ქუთაისში.

 

დღეს მთელი დღის განმავლობაში, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაინტერესებულ მკითხველებს შეეძლოთ, მათთვის სასურველი ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურა 20%-დან 60%-მდე ფასადკლებით  შეეძინათ. ხოლო გარკვეული  საბავშვო ლიტერატურის შეძენა კი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყო შესაძლებელი.


 

ფესტივალის დეტალებზე ვესაუბრეთ "პალიტრა L"-ის გაყიდვების მენეჯერს, თამარ ტარიელაშვილს.

"პალიტრა L"-მა გაანაახლა წიგნის გფესტივალი. დავიწყეთ კახეთით, ვიყავით სამ დიდ ქალაქში. ასევე ვესტუმრეთ იმერეთის 3 მუნიციპლიტეტს და გვინდოდა ქუთაისშიც ჩამოვსულიყავით. ქალაქის მერიამ ჩვენი თხოვნა დააკმაყოფილა და მოხარული ვართ,რომ ამ შესანიშნავ ღონისძიებას დაემთხვა წიგნების ფესტივალი. დილიდან საკმაოდ მაღალი აქტივობა შეინიშნება, განსაკუთრებით საბავშვო ლიტერატურაზე. ძალიან კმაყოფილი ვართ დღევანდელი დღით."         

 

ლიკა დევდარიანი   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია