დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავთანდილ ხურციძე: "ყველა ჩხუბს სიყვარულით ვჩხუბობ!"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/04/27 15:52:47

მსოფლიო მასშტაბის ქართველი მოკრივე, კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, თავის სამშობლოს ესტუმრა. 36 წლის ავთანდილ ხურციძე, იგივე" ჩაქუჩა", რომელიც ამამად ამერიკაში მოღვაწეობს,  უკვე მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონიმან  22 აპრილს, ქალაქ ლესტერში, დაამარცხა უძლიერესი მეტოქე ბრიტანელი ტომი ლენგფორდი, რომელიც  ნოკაუტში გაგზავნა და საშუალო წონაში WBO- დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

 

ამ ეტაპზე მოკრივის სპორტული დოსიე ასე გამოიყურება:  5-ჯერ მოიგო კონტინენტალური ქამარი; არის  3-გზის  ევროპის ჩემპიონი გახდა და 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი; სულ 33 საერთო რეკორდი აქვს მოხსნილი, აქედან - 22 ნოკაუტით, 2 წაგება და  21 ფრე.  ახალგაზრდა  ქართველი სპორტსმენი თავისი რეიტინგით მსოფლიოს 10  საუკეთესო მოკრივეთა შორის არის

 

ავთანდილის წარმატებები  არავისთვის არ არის უცხოჩვენ გადავწყვიტეთ სამშობლოში დროებით დაბრუნებული მოკრივე სხვა კუთხით გაგვეცნო ჩვენი მკითხველისთვის. ამიტომ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მასთან კრივზე ყველაზე ცოტა ვისაუბრეთ. მოკრივის პორტრეტული ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.

 

უნდა აღვნიშნო, რომ ინტერვიუს ჩაწერა საკმაოდ სპონტანურად გადაწყდა, იქიდან გამომდინარე, რომ სახლში რამდენიმე დღით ჩამოსულ სპრტსმენს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. ამას მედიის დიდი აქტივობც დაემატა. თუმცა ავთანდილ ხურციძესთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის პატივი მედიასახლ "პოსკრიპტუმს" ხვდა წილად.

 

სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ვღელავდი მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ინტერვიუს ჩაწერაზე, თუმცა რესპონდენტის უშუალობამ და თავმდაბლობამ, ასევე კარგმა იუმორის გრძნობამ სრულიად შეცვალა ჩემი მოლოდინები.

 

ბატონო ავთანდილ  რედაქციის სახელით მადლობას გიხდით, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ. იქნებ გაგვაცნოთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია, თქვენს ბავშვობაზე მოგვიყვ?!

 

დავიბდე  ქუთაისში. ვიზრდებოდი გორაზე მშობლებთან და და-ძმასთან ერთადსაკმაოდ ღარიბ ოჯახში გავიზარდე. წარმოშობით ვანელი ვარ. ძალიან თავისუფალი, დაუჯერებელი, ცელქი და ჯიუტი ბავშვი ვიყავი. პატარაობიდანვე ჩემი პრინციპები მქონდა. ეს თვისება დღემდე გამომყვა.

 

როდის აღმოაჩინეთ,რომ კრივით იყავით დაინტერესებული?

 

ძალიან გვიან - 21 წლის ასაკში მივხვდი,რომ სპორტი იყო ჩემი. დიდი დრო დავკარგე.

 

როგორია თქვენი დამოკიდეულება ცხოვრებისეულ ფასეულობებთან, გარესმყაროსთან?

 

პირველი, რწმენა ღმერთის და შემდეგ -  საკუთარი თავის.  აუცილებლად უნდა გწამდეს საკუთარი თავის!

 

რამდენად  გბოჭავთ  ქართული ტრადიციები ? რას თვლით უზნეობად?

 

ქართველებს გადამეტებული გვიყვარს ყველაფერი. სიყვარულიც, მტრობაც, მეგობრობაც - ყველაფერი ვიცი ზედმეტი. ჩემი აზრით, მთავარია ადამიანი არ იყო უზრდელი, ბოროტი და შურიანი. უზნეობად ვთვლი უხამს საქციელს და სიათს.

 

თქვენ და ქუთაისი - რა გავლენა მოახდინა თქვენზე მშობლიურმა ქალაქმა?

 

მიყვარს ქუთაისი. მთელი ბავშობა ამ ქალაქში გავატარე. როცა დრო მაქვს, სულ ჩამოვდივ. ბევრი კარგი თვისება შემძინა ამ ქალაქმა, ბევრი ისეთი რამეც დავინახე ამ ქალაქში, რაზეც დღემდე მწყდება გული, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ქუთაისი შეუდრებელი ქალაქია, ვერცერთ  სხვა ქალაქს ვერ შევდარებ, სადაც მიცხოვრია.

 

თქვენი პირველი ნაბიჯები სპორტში უკავშირდება ქუთაისს, კლუბ  "იმედს" და  გრანდ-მასტერ მურთაზ  ბებიას.  რას გვეტყვით თქვენს პირველ მწვრთნელზე?

 

ჩემი და მურთაზის ურთიერთობა შეუდარებელია, ეს მთელმა ქალაქმა იცისჩემი  და მურთაზ ბებიას დამოკიდებულება  არ  ჰგავდა მწვრთნელის და მოსწავლის ურთიერთობასმას მშობლის ამაგი აქვს ჩემზებავშობაში ხშირად ვჩხუბობდი,მურთაზი კი დადიოდა და სულ მეძებდა, რომ არაფერი მომსვლოდა. იმ დროიდან დაწყებული დღემდე ვენ ოჯახური ურთიერთობა გვაქვს, წლები ერთად ვცხოვრობდით კიდეც.

 

თქვენი მეტსახელი "ჩაქუჩა" საიდან წამოვიდა?

 

ერთხელ ქუთაისში სიყვარულის ბაღში ვიჩხუბე და მასე შემდეგ  შემარქვეს მეტსახელი  "ჩაქუჩა".

 

რა განცდა გეუფლებათ,  როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვერ  ახდენ საკუთარი  შესაძლებლობების  ჩვენებას  და სხვაგან  გიწევთ  თავის  დამკვიდრება?

 

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ბევრმა არ იცის. ამერიკაში როდესაც  ვახსენებ საქრთველოს, ისევ რუსეთის ნაწილი გონიათ, რაც გულსატკენია. საქართველო უნდა წარმოვაჩინოთ მე და ჩემნაირებმა. არც ჩვენ გვექცევა სათანადო ყურადღებამე სხვ ქვეყნის სახელით არასდროს ვასპარეზობ. ამაზე ხშირად მაქვს დავა. მე უნდა შემიყვარონ როგორც ქართველი. ათასი პასპორტი  რომ ავიღო, მე მაინც ქარველად დავრჩები. თუმცა, დიდი მადლობა უკრაინას და ამერიკას ,სადაც პროფესიონალი მოკრივე  გავხდი.

 

ძალიან მალე მოვიდა ბევრი წარმატება და თავბრუ ხოარ დაგახვია ამ ყველაფერმა?

 

კი, მაგრამ ამას არ შევუცვლივარ. უბრალოდ, ცხოვრებამ და ხალხმა ლაპარაკი მასწავლა. ადრე უფრო მორიდებული ვიყავი. ყველას უყვარს გამარჯვებული, დამარცხებული - არავის.

 

რინგმა  ბედნიერება მოგიტანათ?

 

ბედნიერი ვარ და ამაყიცვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და მივაღწიე იმას,რისთვისაც ჯერ არცერთ ქართველს არ მიუღწევია - უმაღლესი ლიგის ყველა ვერსიის ქამარი მოპოვებული მაქვს. ექვსე ქამარი მოვიგე ახლა.

 

პირად რინგზე რა ხდება? კარიერამ თქვენი პირად ცხოვრება ხოარ დაგაზარალათ?

 

საერთოდ არა (იღიმის). მე სხვანაირი პიროვნება ვარ, პრინციპული და  უბრალოდ, ჯერ ვერ ვნახე შესაბამისი სიყვარული, ერთგულებაზე და ურთიერთგატანაზე დამყარებული.

 

გმადლობთ, გისურვებთ  წარმატებებ!

 

 

ესაუბრა ლიკა დევდარიანი

 

ავთანდილ ხურციძის და ტომი ლეგფორდის ბრძოლა (ვიდეო)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 28189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია