დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
ცვლილებები ქუთაისის ბიუჯეტში
2017/04/26 17:57:33

 

დღეს ქუთაისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 32-ე სხდომა გაიმართა,სადაც საკრებულოს წევრებებმა 18 საკითხს უყარეს კენჭი.


სხდომაზე დასმულმა  პირველივე საკითხმა, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხებოდა, აზრთა სხვადასხვაობა და პოლემიკა გამოიწვია. განმარტებების გაკეება მოუწია ქალაქის მერსაც. აღნიშნული საკითხის გარშემო  მკვეთრი შენიშვნები ჰქონდა ლეიბორისტული პრტიის წარომადგენელს, სამსონ გუგავას.


"დღეს ორ თემას შევეხეთ, ესაა შიდასაქალაქო ტრანსპორტის გაძვირება და  გარევაჭრობის რეგულაცია. პირველ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდა არგუმენტი,რომ ამ თანხების მოძიება  ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში იყო შეუძლებელი. რაც შეეხება გარევაჭრობას, წვრილმანი საკითხების მომავალი წლისთვის გადადებით შეგვეძლო გარემოვაჭრეებისთვის მოგვეწყო ევროპული ტიპის პავილიონები. ამით ჩვენ გადავარჩენდით ღვთის ანაბარა დარჩენილ ათასობით ადამიანს, რომელეთა აყრაც, სამწუხაროდ, უკვე მოხდა."


სამსონ გუგავას პრეტენზიებს უპასუხა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა : "გარემოვაჭრეებისთვის პავილიონები დაიდგმება, მაგრამ ამისთვის საჭიროა კონკურსის გამოცხადება, დიზაინს თვითონ ჩვენ შევთავაზებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გარევაჭრობა აღვკვეთოთ, რადგან სურსათი სადაც იყიიდება, საჭიროა სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა.  ყველა უნდა შევიდეს ბაზრობაზე. პავილიონები განკუთვნილია მხოლოდ სასაჩუქრე ნივთებისთვის. ამასთანავე, დაწესდება  უფრო დიდ ვადიანი, 10 წლიანი რეგულაციები. "


"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 დეკემბრის N151 დადგენილებში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 24193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია