დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” და RIGDOG-ის პარტნიორობით ქუთაისის სამ სკოლაში ბიზნესის უნარ-ჩვევების საგანი შეისწავლება
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/04/22 01:53:39

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია RIGDOG-სა და ქუთაისის ქართულ ამერიკულ სკოლას "პროგრესი" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარი მიზანი დაწყებით კლასებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვაა.


 მემორანდუმის ფარგლებში I-დან  VI კლასის ჩათვლით 200-მდე მოსწავლე ახალ საგანს "ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასებისათვის" ისწავლის.


სასწავლო საგნების განმახორციელებელი ორგანიზაცია არის Junior Achievement Georgia, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბთან “თაობათა დიალოგი”. „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ქართულ გარემოსთან ადაპტირებულია ბიზნესის უნარ-ჩვევების 7 პროგრამა, რომლებიც განკუთვნილია I-VI კლასების მოსწავლეებისთვის.


აღნიშნული პროგრამა მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოს გახის მათი მომავალი სამუშაო ადგილის შესაბამისობას მათ ცოდნასა და უნარ-ჩვევებთან; მოსწავლეებში უზრუნველყოფს სოციალური მეცნიერებების საბაზისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნარ-შესაძლებლობების ჩამოყალიბებებას; ხელს სეუწყობს დასაქმებისთვის მზაობას და პროფორიენტაციის აკადემიური სტანდარტების მიღწევას.


 პროგრამის ფარგლებში RIGDOG-მა უკვე გადაამზადა პედაგოგები, რომლებიც ჩაატარებენ მოსწავლეებთან გაკვეთილებს აღნიშნულ საგანში.


 ამ ეტაპისთვის აღნიშნული პროგრამა" ქართულ-ამერიკული სკოლის" გარდა, ხორციელდება ქუთაისის კიდევ ორ სკოლაში: ი.ოცხელის მე-2  და  26-ე საჯარო სკოლებში.

პროგრამები პირველი ეტაპისთვის მეორე სემესტრის დასრულებამდე  გაგრძელდება და სამომომავლოდ იგეგმება გრძელვადიანი თანამშრომლობა.


მემორანდუმის შესახებ გვესაუბრა RIGDOG-ის გენრალური მდივანი გვანცა თოთაძე: "პროგრამის ფარგლებში იქნება საოცრად ინოვაციური გაკვეთილები, რომლებიც მოსწავლეებს მოამზადებს სხვა საფეხურზე გადასასვლელად. ეს არის პირველი პრეცენდენტი ქუთაისის სკოლებში. აღნიშნული საგანი ჯერ მხოლოდ 3 სკოლში გვაქვს შეტანილი, სექტემბრიდან კი ვაპირებთ ქუთაისის ყველა სკოლა მოვიცვათ".

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 24021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია