დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დედაენის დღეს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/14 19:22:51

 

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, დედაენის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა კალიგრაფისტთა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.


კალიგრაფისტთა კონკურსი, მ/წ 8 აპრილს მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. მასში საჯარო და კერძო სკოლების 48 პედაგოგი და 65 მოსწავლე იყო ჩართული. გამარჯვებული 5 პედაგოგი და 5 მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც სიგელებით და თანხით დაჯილდოვდნენ. კონკურსი წელს უკვე მესამედ გაიმართა და მისი მიზანი ქართული დამწერლობის ინდივიდუალიზმის პოპულარიზებაა.


პირველი ადგილის მფლობელი, ქუთაისის 21–ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ნია ქორიძე გახდა. მას მერიისგან 200 ლარიანი ფულადი თანხა ერგო. მეორე ადგილზე გასულ, ქეთი ინასარიძეს 150 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს, ნინი ხარაიშვილს 100 ლარი გადაეცა.


მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილის მფლობელი 24–ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნატო დანგაძე გახდა. მეორე ადგილზე, მე–10 საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნანა ტორჩინავა გავიდა, ხოლო მესამეზე მე–2 საჯარო სკოლის პედაგოგი, თამარ ჭუმბურიძე.


1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

 

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

 

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია