დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მეუფე არ ზეიმობდა გამარჯვებას“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/09 15:23:35

ჟურნალისტ დალი ბარაბაძის მოთხოვნა, აღედგინათ რადიო ჟურნალისტად მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. საქმე ეხებოდა ქათათელ გაინათელი მიტროპოლიტის მიერ გელათის სასულიერო აკადემიის რადიოდან წლების წინ დალის გათავისუფლებას. მოსამართლემ გადაწყვეტილების გასასამართლებად საქმის ხანდაზმულობა მოიყვანა- 3 წლის განმავლობაში ქალბატონ დალის არ მიუმართავს სასამართლოსთვის.


მეუფეს სასამართლო პროცესზე სასულიერო პირებიც ახლდნენ. „როცა გადაწყვტილება გამოაცხადა  ყველას გაუხარდა, ულოცავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა მეუფეს ტიტულმა და არა სიმართლემ, სიმართლე ჩემს მხარესაა, მე ჩემი სიმართლე დავამტკიცე.“


ჟურნალისტი იხსენებს ერთფაქტს: „სასამართლო პროცესზე როცა მოსამართლე რაიმეს იტყოდა, მეუფეს ადვოკატი ღიზიანდებოდა და აყვირდებოდა ხოლმე, ამაზე კი მეუფეე უბნებოდა - დაწნარდი, ყველაფერი მოგვარებულია.“


თუმცა, მიუხედავად ამისა, დალი ბარაბაძე სასამართლოში მყოფმა მამებმა დალოცეს და არამარტო მამებმა - მეუფემაც: „მეუფე არ ზეიმობდა გამარჯვებას, თავზე ხელი დამადო და დამლოცა, მისმა ამ საქციელმა სხვებს სტიმული და მაგალითი მისცა, ამ მხრივ დასასრული კარგი იყო.“


დალი ბარაბაძე ითხოვს მორიგებას და მისივე თქმით, თუ მეუფეს საქციელი იყო გულწრფელი, ის აუცილებლად დათანხმდება მორიგებას.


სასამართლოს წინ უძღოდა ინციდენტი, რამდენიმე დღით ადრე დალი ბარაბაძეს სამგზავრო მიკროავტობუსში დაემგზავრა სასულიერო პირი, მისი ვარაუდით, დიაკვანი, რომელმაც როგორც თვითონ ამბობს,  დაუწყო ლანძღვა. „ხალხის თვალწინ მლანძღავდა და ამის შედეგია ხალხისგან ჩემსკენ წამოსული აგრესია, ამიტომ ჩამოვედი მიკროავტობუსიდან და როგორც კი პოლიციაში დავრეკე, ეგრევე გაბრუნდა და წავიდა.“ ინცინდენტი მოხდა იუსტიციის სახლთან, დაზარალებული ითხოვს ადგილიდან ამოიღონ ვიდეო ჩანაწერი,  ეს საქმე ამჟამად მოკვლევაშია.


სასამართლო პროცესზე, მიტროპოლიტთან ერთად, ხსენებული დიაკვანიც ესწრებოდა, თუმცა, დალის თქმით, ის მალევე გაეცალა სასამართლოს შენობას.


მეგი კაკაბაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია