დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილი: „ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი ქვეყნისგან,სადაც ყველას ერთი აზრი გვექნება“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/04/06 22:57:45

საქართველოს პრეზიდენტი კაამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში ქუთაისის საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა ის საკონსტიტუციო ცვლიილეებაა, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას გულისხმობს,დამტკიცების შემთხვევაში.


სტუდენტების შემდეგ პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დიალოგი.  ყველაზე ხშირად დაისვა შეკითხვა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან დაკავშირებით,რომელიც განსაზღვრავს ქუთაისის,როგორც საპარლამენტო სტატუსის მქონე ქალაქის ბედს.


პრეზიდენტის პასუხმა - „ დეპუტატებს უნდა ვკითხოთ, თუ სად ურჩევნიათ მუშაობაო“, - დისკუსია გამოიწვია.


„სასიამოვნოა,როდესაც პრეზიდენდი ასე ღიად ხვდება საზოგადოებას. პარლამენტის თემა, ბუნებრივია, ყველაზე რელევანტურია დღეს ქუთაისელებისთვის,რადგან არსებობს გონვრული ეჭვი  42 მუხლის გაუქმების,სადაც წერია, რომ პარლამენტის ადგილი არის ქუთაისში.


"მე არ ვეთანხმები მას იმ საკითხში, რომ დეპუტატებს უნდა ვკითხოთ აზრი, თუ სად ურჩევნიათ პარლამენტის დატოვება. მეორე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რომ პარლამენტის  ქუთაისში არსებობა ხელს უშლის მთავრობის და პარლამენტის  კოორდინაციას.“- განაცხადა გია თევდორაძემ.


„არსებობს პიროვნული თანხმობის პროცესები,რომელშიც მე, როგორც პრეზიდენტი  ვალდებული ვარ, ჩავრთო საზოგადოება.  2016 წლის არჩევნები არ იყო არჩევნები კონსტიტუციის შესაცვლელად. ეს იყო საარჩევნო სისტემის შეცვლა. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა. რადგან დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების ალბათობა. საჭიროა საზოგადოებრივი კონსესუსი. ეს არის საფთხე და - შესაძლებლობაც.

 

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ - ასე იწყება კონსტიტუცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია ყველასია. სახელისუფლებო  უმრავლესობა არ ნიშნავს იმას, რომ არ გაინტერესებდეს სხვისი აზრი. აზრის გამოთქმა და მოსმენა - ეს არის პოლიტიკური კულტურა დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოებსთვის.“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.


 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია