დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პარლამენტი დღეს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს მიიღებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/05 10:12:37


თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით,  დღის წესრიგის თანახმად, 5 აპრილს, პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

 

ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსრობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

 

თამბაქოს კონტროლის ალიანსი იმედოვნებს, რომ პარლამენტი  თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლას არ დაექვემდებარება,  კანონპროექტს  მოწინააღმდეგეები არ ეყოლება და პირველი მოსმენით მიიღებენ.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და თამბაქოს ჩარჩო  კონვენციის სამდივნო უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესის ტექნიკურ დახმარებას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია