დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მადლიერება
მესხიშვილის თეატრის უხუცესი მსახიობს, ანზორ ხერხაძეს"ხელოვნების ქურუმის" ტიტული მიენიჭა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/03/31 12:31:00

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული  თეატრის უხუცესი მსახიობი, ანზორ ხერხზე, რომელიც სცენაზე 64 წელი იდგა და 224 როლი განასახიერა „ ხელოვნების ქურუმად“ აკურთხეს.


ქართული თეატრის ვარსკვლავი ანზორ ხერხაძე, ,,ხელოვნების ქურუმის"  ტიტულით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა,  მიხეილ გიორგაძემ  დააჯილდოვა 80 წლის იუბილარს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძემ აკაკი ხორავას პრემია გადასცა!!!

 

მსახიობს80 წლის იუბილე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ, და ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ!

მესხისვილის თეატრის დასმა  კი იუბილარს სიმბოლურად გიორგი სიხარულიძის  რეჟისოობით დადგმული  სპეკტაკლი  „ქურუმი“ მიუძღვნა.


"64 წლის წინ მე ავაგე საკუთარი ხომალდი და მასში 224 მგზავრი ჩავსვი, ეს ჩემს მიერ ნათამაშები როლებია. 64 წელი ვიარე ამ ოკეანეში და 224 ადამიანის სიცოცხლით ვიცხოვრებევრჯერ გადავურჩი აზვირთებულ ტალღებს, ბოლოს კი შევამჩნიე, რომ ჯანმრთელობამ მიმტყუნა და ჩემი ხომალდის საჭე მშობლიური ნავსადგურისკენ შემოვაბრუნე.

 

ერთი თხოვნა მაქვს, თუ ვინმე შემთხვევით ამ ზღვაში მოხვდებით და აფრების ტკაცუნს გაიგონებთ, იცოდეთ, ეს მე ვარ!" - ასე მიმართა მშობლიურ თეატრს და ერთგულ მაყურებელს უხუცესმა მსახიობმა და  ხელოვნების ქურუმმა“,  ანზორ ხერხაძემ.

 

„ მქონდა პატივი , ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დამეჯილდოვებია მესხიშვილის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, ბატონი ანზორ ხერხაძე, კულტურის უდიდესი ტიტულით „ხელოვნების ქურუმი“.   მინდა, დღეგრძელობა ვუსურვო მას. როგორც თვითონ ამბობს, საოცნებო როლი ჯერ არ უთამშია  და ვუსურვებ, რომ ეს როლი ითამშოს.“- განცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია