დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკომიგრანტების ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ქუთაისში
2017/03/31 18:48:00

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში ხონში მცხოვრები ეკომიგრანტების ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი იყო 26 ნამუშევარი, რომელიც 11-მა ეკომიგრატმა ერთი თვის მანძილზე შეასრულა.

 

პროექტს რეგიონალური ინიციაატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" კავკასიური სახლის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

 

"ეს პროექტი ეკომიგრანტი  ქალბატონების ხელთნაკეთი ნივთების, ნაქარგების პოპულარიზაციას ემსახუება. ვფიქრობთ მნიშვნელოვანია მათი გაძლიერება და მახარდაჭერა სწორედ ამ მიმართულებით, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება." აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ. ნამუშევრების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა პროექტში ჩართულ ეკომიგრანტებს სრულად გადაეცეა, რათა ამ მიმართულებით  საქმიანობა მომავალშიც გააგრძელონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9405
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია