დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიაგამარჯვება
გაზეთი P.S. საუკეთესო ჟურნალისტური საგამოძიებო სტატიისათვის ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/04/01 13:48:51

 

რეგიონულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური საგამოძიებო სტატიისათვის, მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამოცხადებულ კონკურსში გაზეთი P.S. („პოსტსკრიპტუმი“) გამარჯვებულებს შორის დასახელდა და  სტატიის ავტორებს - მთავარ რედაქტორს, ნატო გუბელაძესა და ჟურნალისტ მეგი კაკაბაძეს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცათ.

 

კონკურსის ჟიურის მოწონება ნატო გუბელაძისა და მეგი კაკაბაძის იმ სტატიამ დაიმსახურა, რომელიც ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადახდილ თანხებსა და მისი ხარჯვის მიზნობრიობას ეხებოდა - http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=60666


ანალოგიური სპეციალური პრიზები დაიმსახურეს ასევე:  ლიბერალისჟურნალისტმა მანონ ბოკუჩავა და „ეკოფაქტის ჟურნალისტმა ოლიკო ცისკარიშვილმა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა თეონა ბაკურაძემ. კონკურსის პირველი და მეორე ადგილი წილად ხვდათ „გურიანიუსის“ ჟურნალისტებს, ნატო გოგელიას და თამთა კაკაურიძეს, ხოლო მესამე ადგილზე ნინო კაპანაძე დასახელდა, გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ გამოქვეყნებული სტატიისთვის.


მედიის განვითარების ფონდის (MDF) თავმჯდომარის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, საკონკურსოდ 17 ჟურნალისტური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, ხოლო ჟიურის წევრები იყვნენ: ნათია კუპრაშვილ, ნინო ზურიაშვილ და აკაკი გოგიჩაიშვილ.

 

კონკურსის მიზანი იყო, ხელი შეეწყო რეგიონულ მედიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. ამ მიზნით MDF-მა  რამდენიმე რეგიონში ჟურნალისტებისათვის ტერნინგებიც ჩაატარა. პროექტი  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა .


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია