დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ევროპული საქართველო” სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციას საგანგაშოდ მიიჩნევს
2017/03/27 15:31:12

“ევროპული საქართველო” უაღრესად საგანგაშოდ მიიჩნევს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის მიერ გასული კვირის განმავლობაში გაკეთებულ არაერთ საჯარო განცხადებას, რომელიც მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების - Philip Morris International, "ტერა ბანკი" და British American Tobacco - წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ეხება.

 

ფადი ასლის განცხადებით, ბიზნესი უფრო და უფრო მეტ კორუფციულ საქმეებს აწყდება სასამართლოში და ეს მდგომარეობა მას შევარდნაძის პერიოდს ახსენებს.რა თქმა უნდა, საერთაშორისო კომპანიები და საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეეცდებიან, გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლებები და საკუთარი ინტერესები დაიცვან სასამართლოს ზედა ინსტანციებსა და იუსტიციის საბჭოში.

 

“ევროპული საქართველო”, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ისედაც პრობლემების მქონე სასამართლო სისტემის სრული დეგრადაცია მოხდა: სასამართლო არა მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი გახდა, არამედ, როგორც არაერთი შემთხვევა გვაჩვენებს, მასში ღრმად გაიდგა ფესვი კორუფციამაც.სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება სასამრთლო სისტემის სრული დეგრადაციის ამსახველი სავალალო დიაგნოზია, ხოლო მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი - ამ უმძიმესი მდგომარეობის მკაფიო მაგალითი.

 

ეს მდგომარეობა საგამგაშოა არა მხოლოდ იმით, რომ ქართულ სასამრთლოში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სამართლის პოვნა - პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისათვის - არამედ იმითაც, რომ სერიოზულად ზიანდება ქვეყანაში ბიზნეს გარემო. “ქართული ოცნების” არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და საზიანო პოლიტიკის შედეგები უკვე ასახულია ეკონომიკური ზრდის შეფერხებაზე, შემოსავლების კლებაზე, იმაზე, რომ ბიზნეს-სექტორში არ იქმნება სამუშაო ადგილები. ამის დამატებით საქართველოში მოქმედ საერთშორისო კომპანიებზე იერიშის მიტანა და ამით ათობით პოტენციური ინვესტორის კიდევ უფრო დაფრთხობა აღრმავებს იმ კრიზისს, რაშიც ქვეყანა მილიარდერი ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შეიყვანა.“ევროპული საქართველო” აცნობიერებს, რომ ყველა მიმართულებით - მათ შორის, სასამართლო სისტემაში თუ ეკონომიკაში - კრიზისის დაძლევა და პრობლემების გამოსწორება მხოლოდ “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

 

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ ის კონკრეტული ნაბიჯები - მაგალითად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გარკვეული პერიოდით საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე გამოცდილი მოსამართლეების მოწვევა და საქართველოში მოქმედი კომპანიებისათვის საერთაშორისო საარბიტრაჟო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის მიცემა - რომლის გადადგმის აუცილებლობის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერებს არაერთხელ უსაუბრიათ და რომლებიც კვლავ რჩება ჩვენი პარტიის პროგრამის საკვანძო საკითხებად.ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, ყველა კანონიერი პოლიტიკური მეთოდისა და და სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით წინ აღვუდგეთ ქვეყნის ინსტიტუტების სრულ მოშლას, მისი იმიჯის დაზიანებას საერთაშორისო არენაზე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პარტნირებთან ურთიერთობების გაუარესებას, რადგან ამ ყველაფრის ფასს საქართველოს მოქალაქეები იხდიან.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია