დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტული წარმატებები
უშუს გარდამავალი თასი თბილისში დარჩა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/19 14:06:00

საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში გაიმართა რიგით მეორე საქართველოს სუენ ჭაოშანის სახელობის უშუს თასის გათამაშება.

 

როგორც უშუს ფედერაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ვერულიძემ გვითხრა, ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: თბილისის, თელავის, ფოთის, მარტვილის, ქუთაისის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს ნაკრები გუნდები.

 

შეჯიბრი გაიმართა 2 მიმართულებით: საჩვენებლი ტაოლუ და კონტაქტური სახეობა ცინდა. გარდამავალი თასი წილად ხვდა თბილისის უშუს ნაკრებს. მეორე ადგილზე გავიდა ფოთის ნაკრები, ხოლო მესამე ადგილს დასჯერდა დედოფლისწყაროს უშუს გუნდი. 

 

შეჯიბრზე აგრეთვე გამოცხადდა 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელები და საუკეთესო სპორტსმენები, რომლებიც დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

 

წლის საუკეთესო მწვრთნელებად დასახელდნენ: დათო ნანავა (ქუთაისი). ზურაბ კაპანაძე (ქუთაისი). დავით კუჭავა (თბილისი).

 

წლის საუკეთესო საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მფლობელები გახდნენ: ლევან გასვიანი (თბილისი), გურამ ფირცხალავა (თბილისი), ნინო ჩიხლაძე (ქუთაისი), კონსტანტინე ქობულაძე (ქუთაისი).

 

ასევე, ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს თბილისში, მაისში გასამართ ევროპის ჩემპიონატში.

 

ბატონი გიორგი ვერულიძისთქმით, საქართველოს ნაკრებმა, 19 კაცის შემადგენლობით, უკვე დაიწყო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება და ამჟამად საწვრთნელ ვარჯიშებს გადის ბაკურიანში.

 

ფედერაცია მადლობას უხდის სპორტსია და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შეკრების დაფინანსებისათვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია