დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერი: "ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ"
2017/03/12 15:34:26

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამოეხმაურა.

 

"ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შს მინისტრი ჩავიდა ბათუმში. ასევე ზურაბ პატარაძის მომართვის საფუძველზე საკითხის შესწავლამდე დეესკალაციის მიზნით ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გათავისუფლდნენ.

 

ყოფითი შემთხვევა გამოყენებუილი იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევას. შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ ეტაპზე მინიმალური რეაგირების რეჟიმში არიან.

 

საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიცია ამგვარი ქმედებების მიმართ უარყოფითია. სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას. მინდა, საგანგებოდ მივმართო ყველას, ვინც მზადაა ფეხვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს",- განაცხადა პრემიერმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია