დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომენტარი
ეკა ბესელია: "დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება - დიახ ნაცნობი ხელწერაა!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/12 14:38:21

პარლამენტარი ეკა ბესელია ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ხაზგასმით აცხადებს, რომ ასეთი ქმედება "ნაცნობი ხელწერაა":

 

"ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ- არასოდეს ხელი არ წაცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები - ეს ნაც მოძრაობის ხელწერაა! 


დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება- დიახ ნაცნობი ხელწერაა! ეს ძალადობაა და კანონი უპასუხებს ამას!
თუმცა არ დამავიწყდება იმის საჯაროდ თქმაც, რომ ვინც გულწრფელად და უსამართლო მოპყრობის გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა და უფლება შეელახა , ამასაც უთუოდ სამართლიანი რეაგირება ჭირდება და თვალს არ დავხუჭავთ!!!" - თავის სათქმელს სოციალური ქსელით ავრცელებს ეკა ბესელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია