დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბათუმის საპროტესტო აქციის ექო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ ელფერს ხედავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/12 12:04:08

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში ის პოლიტიკურ ელფერს ხედავს. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ცდილობს, ეს პროცესები სხვა სიბრტყეში გადაიყვანოს. 


”სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ მსგავს აქციებში. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს, კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება დასკვნები. ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება. პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას”, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7418
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია